კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი

ციფრული სამყარო

written on 2019-04-08 14:32:05

21-ე საუკუნე მოიაზრება როგორც კიბერ საუკუნე, მაღალგანვითარებული საინფორმაციო ტექნოლოგიები თანამედროვე ცხოვრების ნორმაა. საინფორმაციო ტექნოლოგიების შეღწევამ ცხოვრების ყველა დარგში გამოიწვია ასევე ამ ტექნოლოგიებით კრიმინალური სამყაროს დაინტერესება. საინფორმაციო ტექნოლოგიები მიუხედავად თავის უდავოდ დადებით მხარეებისა, ასევე შეიცავს მაღალ რისკებს, როგორებიცაა ინფორმაციის გაჟონვა - არასანქცირებული გამოყენება, სისტემური საბოტაჟი და სხვა. ნებისმიერი კიბერ შეტევის შედეგი ძნელად პროგნოზირებადია და უმეტეს შემთხვევაში მიღებული ზარალი შეუქცევადია. XXI საუკუნეში, ფაქტიურად წარმოუდგენელია ნებისმიერი დონის თუ სახის საინფორმაციო ინფრასტრუქტურა, კიბერ უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე, იქნება ეს შესაბამისი პროდუქტების დანერგვა, უსაფრთხოების პოლიტიკა თუ ამ ზომის კომბინაცია. ვინაიდან საინფორმაციო სისტემების განვითარება შეუჩერებელი პროცესია, შესაბამისად პროგრესირებს კიბერ დანაშაულის მეთოდიკა, რაც ახალ გამოწვევებს უსახავს კიბერ უსაფრთხოების ინდუსტრიას

Cyber Security Group

Powered By CYBSECGROUP

Powered By Cyber Security Group