ვიდეო თვალთვალი

written on 2019-03-08 11:00:14

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლება, რომელიც ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლითაა გარანტირებული და საქართველოს მიერ 1999 წელს იქნა რატიფიცირებული, მუდმივად შეიძლება შელახვის რისკის წინაშე დადგეს, რადგან ფარული მიყურადების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს სხვადასხვა პირებისა თუ საეჭვო წარმომავლობის და საქმიანობის ორგანიზაციების მხრიდან ფარული მიყურადების თუ პირდი ცხოვრების ამსახველი აუდიო თუ ვიდეო მასალების მოპოვებისა. საკანონმდებლო რეჟიმი არც წინასწარ განჭვრეტის მოთხოვნას აკმაყოფილებს და არც თვითნებური მოსმენისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ შეიცავს რაიმე დაცვის მექანიზმს, როგორც ეს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებითაა გათვალისწინებული.

თუ თქვენ ეჭვი გაქვთ, ან თვლით რომ უკანონოდ გისმენენ, გითვალთვალებენ, ან სხვა რაიმე კანონშეუსაბამო ღონისძიებებით ხორციელდება თქვენი პირადი ცხოვრების ან საქმიანობის ხელშეშლა, შემდგომი შესაძლო მაკომპრომიტირებელი მასალების მოპოვების მიზნით  - კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი გთავაზობთ შესაბამისი ღონისძიებების გატარების მექანიზმს, რაც თქვენს უსაფრთხოებას გარანტირებულს გახდის. ულტრა თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და პროფესიონალური კადრების მეშვეობით ჩვენ აღმოვფხვრით თქვენს უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებას, ფარულ ვიდეო გადაღებას, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დავიცავთ თქვენს ბიზნესს შეხვედრებს. თუ გსურს ბიზნეს გარემოს უსაფრთხოება ან თქვენთვის სასურველი ოთახის, ოფისის ან სხვა შენობა-ნაგებობის სრული დათვალიერება, სკანირება და ფარული მიყურადების თუ ფარული გადამღები ხელსაწყოების განეიტრალება, რომელიც ეხება ადამიანთა უფლებებს, უსაფრთხოებას, შანტაჟს და ა.შ ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ ოპერატიულ ტექნიკურ ღონისძიებებს ჩამოთვლილი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

Copyright © 2019
Powered by CYBSECGROUP